Announcements

FSM-2025-06-02 კონკურსი მომსახურების შესყიდვაზე: შეხვედრების ობიექტის მომსახურება

By July 9, 2025September 3rd, 2025No Comments

სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში ეძებს მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას, რომელიც შესთავაზებს  შეხვედრების დარბაზს და შესაბამის მომსახურებას თბილისში, საქართველო, REDI პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისათვის. ორგანიზაციის მიზანია ითანამშრომლოს სანდო, პროფესიონალ და ხარისხზე ორიენტირებულ მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს კარგად აღჭურვილ, კომფორტულ და ფუნქციონალური შეხვედრების სივრცეებს პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და აქტივობების ეფექტური განხორციელებისთვის.

მოთხოვნილი სერვისი: შეხვედრებისთვის სივრცის უზრუნველყოფა თბილისში, საქართველო.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ, ჩამოტვირთოთ ფაილი.

შევსებული განაცხადი უნდა შეიცავდეს განაცხადის ფორმას და ფისკალური განაცხადის ფორმას ხელმოწერილს და დასკანერებულს PDF ფორმატში.

განაცხადი ტენდერში მონაწილეობაზე წარმოდგენილი უნდა იქნას მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად გამოგზავნის გზით, არაუგვიანეს 2025 წლის 17 ივლისისა თბილისის დროით 23:59 საათამდე, შემდეგ მისამართზე: redi@solidarityfund.pl

კითხვები ტენდერთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვწეროთ მისამართზე redi@solidarityfund.pl საბოლოო ვადის გასვლამდე.


შესყიდვის პროცედურის შედეგების გამოქვეყნება შეჩერებულია.

გაცნობებთ, რომ შეფასების პროცესის ხარისხისა და გამჭვირვალობის უკეთ უზრუნველსაყოფად, REDI პროექტის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების სივრცით მომსახურების ტენდერის no. FSM-2025-06-02 შედეგების გამოცხადება დროებით შეჩერებულია. 
პროცესის აღდგენის შესახებ  ინფორმაცია გამოქვეყნდება დამატებით.
Მადლობას გიხდით მოთმინებისათვის.

* ინიციატივა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.